LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხელისუფლებას მხოლოდ მის კონსტიტუციაზე მსჯელობა სურს, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ არ დავრჩებით – შალვა შავგულიძე

41

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის, განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკების მაგიდასთან  მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებიან, თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე იმსჯელებს.

ამის შესახებ შალვა შავგულიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თუ არის მსჯელობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან და ამ სისტემის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. თუ ხელისუფლებას სურს, რომ იმსჯელოს მხოლოდ მის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ, ანუ რომ საარჩევნო სისტემა უნდა შენარჩუნდეს მაჟორიტარულ-პროპორციული, ეს არის მისი კონსტიტუცია, მხოლოდ მისი იდეა, ამაზე არსად არავის არც კი უმჯელია, შესაბამისად აქ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ არ დავრჩებით,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები