LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კონკურენციის სააგენტო არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო – გია გაჩეჩილაძე

59

“თუ კონკურენციის სააგენტო გამოვა და ტენდერებთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე,”  – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მან ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული პერიოდის წინ, გუშინ კი კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის შეურაცხყოფილია მისი მთავრობის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ”ის დაზარალებულია და საუბრის უფლება აქვს”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.

პრემიერმა კვირიკაშვილმა  კი მას საპასუხოდ სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, ის თანამდებობიდან გადადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები