LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მიკროავტობუსის მძღოლი კონდინციონერს არ ჩართავს, ის სამსახურს დაკარგავს

34

1 ივლისიდან კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას –  ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი.

“გარდა ამისა კომპანია ითვალისწინებს  მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340 ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ  მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში შევა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები. კერძოდ:

1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა; 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები