LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ მიზანს ვერ მიაღწიეთ, მხოლოდ თქვენი ბრალია” – ბელ პეშის რეკომენდაციები

ყველა ადამიანს აქვს ოცნებები. მათი ახდენის შემთხვევაში გარკვეულწილად ვტოვებთ კვალს სამყაროში.  TED-ის ერთ-ერთი გამომსვლელი ბელ პეში აუდიტორიას ესაუბრა, თუ რა გზაა გასავლელი იმისთვის, რომ ოცნება იქცეს რეალობად.

“1. ხომ იცით ეს ისტორია, როცა ბიჭი მობილურის აპლიკაციის გაყიდვით უეცრად გამდიდრდა. თუმცა ეს არასრული ისტორიაა. მანამდე მას 30 აპლიკაცია ჰქონდა შექმნილი, ასევე გაიარა მაგისტრატურა და სადოქტორო ამ თემაზე. ამ წარმატების მისაღწევად 20 წელი მუშაობდა.
კიდევ ერთი მაგალითი, მე უბრალო ოჯახიდან ვარ. ორი კვირით ადრე MIT-ში განაცხადის შეტანის ამოწურვამდე, დავიწყე საბუთების შეგროვება და ჩავირიცხე. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უცაბედი წარმატებაა, მაგრამ ამისთვის 17 წელი ვსწავლობდი.  უეცარი წარმატების ისტორია მხოლოდ შედეგია იმისა, რაც მანამდე გიკეთებიათ.
2. ადამიანებს მუდმივად სურთ, რომ დაგვეხმარონ. მათ აქვთ მოსაზრება, თუ რა გზას შეიძლება დაადგეთ. მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა და თქვენ თავად უნდა გააკეთოთ არჩევანი, საით წახვიდეთ. არავის აქვს იდეალური პასუხები თქვენს ცხოვრებაზე.  ლაბირინთი უსასრულოა და შეიძლება დაიბნეთ, მაგრამ ეს პროცესის ნაწილია. გზა თქვენ უნდა აირჩიოთ.
3. როცა ცხოვრება კარგად ეწყობა, გაქვთ კარგი შემოსავალი და ყველაფერი რიგზეა, დროა შეჩერდეთ. როდესაც გამოიცა ჩემი პირველი წიგნი, ბევრი ვიმუშავე მის ბრაზილიაში გასავრცელებლად. 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოიწერა, 50 000-ზე მეტმა იყიდა ბეჭდური ვერსია. წერის გაგრძელების შემთხვევაში, მოგება გარანტირებული იყო.  მაგრამ როდესაც მწვერვალისკენ მიდიხართ, არ უნდა აღმოჩნდებით ახალ მწვერვალზე. თუ გავაგრძელებდი წიგნის გაყიდვას, ასეულობით ათასი ადამიანი წაიკითხავდა. მაგრამ თუ ვიმუშავებდი, შემეძლო ეს რიცხვი მილიონებამდე ამეყვანა. გადავწყვიტე, რომ წიგნი ბრაზილიის ყველა შტატში იქნებოდა. ამიტომ საჭირო იყო პაუზა.
4.  სულ ვხდები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჰქონდათ იდეა, მაგრამ არც ერთ ინვესტორს არ ჰქონდა შესაბამისი ხედვა… ან შექმნა არაჩვეულებრივი პროდუქტი, მაგრამ ბაზარი ცუდია და გაყიდვები არ აქვს. თუ გაქვთ ოცნება, პასუხისმგებელი ხართ, რომ ის განახორციელოთ. თუ არავინ აფინანსებს თქვენს იდეას, თუ არავინ ყიდულობს თქვენს პროდუქტს, რასაკვირველია ეს თქვენი ბრალია. არავის მიუღწევია მიზნისთვის სხვების გარეშე, თუ მიზანს ვერ მიაღწიეთ, მხოლოდ თქვენი ბრალია. იყავით პასუხისმგებლები თქვენს ოცნებებზე.
5. ერთხელ ვნახე რეკლამა, სადაც მეგობრები ადიოდნენ ძალიან მაღალ მთაზე. რთული დავალება იყო. ძალიან უჭირდათ, მაგრამ საბოლოოდ მიაღწიეს მწვერვალს. სიხარულით აღინიშნეს, რომ “ეს გამოუვიდათ”, ცოტა ხნის შემდეგ კი თქვეს: “დროა ქვემოთ ჩავიდეთ”. ცხოვრებაში მთავარი არა მიზნები, არამედ გზა, რომელსაც მათკენ მივყავართ. თქვენ უნდა ისიამოვნოთ შედეგებით. ოცნების ახდენის ბედნიერება წამიერია, ცხოვრება კი არა. ერთადერთი გზა ოცნებების ახდენისკენ, არის მათკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯისგან მიღებული სიამოვნება.

მთელი მოგზაურობა შედგება ნაბიჯებისაგან. ზოგი გაამართლებს, ზოგიც არა. თუ თქვენ გააკეთებთ სწორ სვლას – ისიამოვნეთ, თუ არ გაგიმართლათ, მიიღეთ გამოცდილება. თუ თითოეულ ნაბიჯს ასე შეხედავთ, თქვენ ისიამოვნებთ თქვენი მოგზაურობით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები