LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მომავალში ჯანელიძე კვლავ პასუხგაუცემლად დატოვებს სადეპუტატო შეკითხვებს, სასამართლოს მივმართავ – სალომე სამადაშვილი

90

„მომავალში ჩვენ სასამართლოს მივმართავთ, თუკი ბატონი მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას,“ – ამის შესახებ დიასპორის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა, განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

სამადაშვილის თქმით, თუ მომავალში ჯანელიძე კვლავ პასუხგაუცემლად დატოვებს მის სადეპუტატო შეკითხვას, სასამართლოს აუცილებლად მიმართავს.

მომავალში ჩვენ სასამართლოს მივმართავთ, თუკი ბატონი მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას. მან მიიღო შეკითხვა ჩემგან, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. თქვენ, როგორც ჩანს, არ გესმით საკუთარი ვალდებულებები და ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, მათ შორის ჩვენ წინაშეც. მე გირჩევთ, დაიქირავოთ ვინმე მრჩეველი, ვინც განგიმარტავთ ვალდებულებებს და მომავალში თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სასამართლო პროცესები, თუკი კიდევ გაბედავთ  ჩვენი შეკითხვების იგნორირებას, – მიმართა მინისტრს სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები