LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ მოქალაქე დავის შეფასებლად ე.წ. კანონიერ ქურდთან მივა, დაისჯება”

49

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივნის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს არ ისჯება სისხლის სამართლის წესით, დანაშაულად გამოცხადდება.

თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს დაამტკიცებს, დანაშაულად ჩაითვლება მოქალაქის მიერ ქურდული სამყაროს წევრთან “შესაფასებლად” მისვლა,

მეზვრიშვილის თქმით, მკაცრდება სასჯელის ზომებიც.

„ამ კანონს პარლამენტი, რომ მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიადგება და მათი ქმედებების ან დავების შეფასებას სთხოვს, ამისთვის დაისჯებიან ისინი სისხლის სამართლის წესით.

5-დან 8 წლამდე არის მოქმედი კანონმდებლობით ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი, გაიზრდება 7-დან 10 წლამდე.

9-დან 15 წლამდე გაიზრდება კანონიერ ქურდისთვის სასჯელი, რაც დღეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ხვალ გახდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები