LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოპოზიციური პარტიები და მედია კანონის ჩარჩოებში არ ჩაეტევა, ზომების გატარებას მოვითხოვთ – მამუკა მდინარაძე

51

“არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადეგენლმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. თუმცა, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევებს აქვს ადგილი.

“ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს.

ქალაქ თელავში, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით ამომრჩეველზე ზეგავლენა მოეხდინა.

მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება”,-განაცხადა მამუკა მდინაძემ.

მათ ოპონენტებს მოუწოდა სიტუაციის დრამატიზებისგან თავი შეიკავონ.

ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ კონკრეტული ადამიანი მოქმედებდა გაყალბებული ბეიჯით. ფიქსირდება ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებთ, რომ სიტუაციის დრამატიზება არ მოხდეს. ამაზე ბუნებრივია იქნება რეაგირება, მოვიწოდებთ ოპონენტებს ვითარების დრამატიზებისგან თავი შეიკავონ. საქართველოს აქვს ძალიან გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები