LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პეტრიაშვილი კანდიდატურას მოხსნის, მეც მოვხსნი ჩემს კანდიდატურას – დავით ოქიტაშვილი

106

პროფკაშირების არჩევნებში მონაწილეობას დღეს 3 კანდიდატი მიიღებს. ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც პროფკავშირებს უკვე 12 წელია, ხელმძღვანელობს, ენერგეტიკოსთა გაერთიანების თავმჯდომარე, ამირან ზენაიშვილი და დავით ოქიტაშვილი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ დაუპირისპირა ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურას.

არჩევნების დაწყებამდე დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს „გარიგებას“ სთავაზობს: იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი პეტრიაშვილი მოხსნის საკუთარ კანდიდატურას, კანდიდატურას მოხსნის ოქიტაშვილიც.

თუკი არჩევნები მაინც გაიმართება და ოქიტაშვილი გაიმარჯვებს, ის გეგმავს, რომ პოსტი ახალგაზრდა პროფკავშირელს დაუთმოს.

არჩევნები 12 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები