ინგა გრიგოლია გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტის დაბარება მის განცხადებას უკავშირება, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს, რაც მუქარას გულისხმობს.
ტელეწამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს მისი უსაფრთხოება დაიცვან. ის საგამოძიებო უწყებაში უკვე მივიდა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მასზე წლებია უცნობი მამაკაცი ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუქარას ახორციელებს და არარსებულ ქონებას სთხოვს.
ინგა გრიგოლიამ მუქარის შემცველი წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ თუ მამაკაცს ქონებას 20 მაისამდე არ დაუბრუნებს, ჟურნალისტს სახლში შეუვარდება.
“მე არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. ვიყავი პოლიციაში, როცა იგი ციხის გარეთ იყო. დავდიოდი პოლიციაში, ვაძლევდი ჩვენებას. შემდეგ პოლიციამ მაჩვენა ამ ადამიანის ჩვენება, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო. წარმოუდგენლად უცნაური სიტუაციაა. მიწევს იმის მტკიცება , რომ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და რომ ეს ადამიანი საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ჩემზე. პერიოდულად დავდიოდი პოლიციაში, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა და მას ვერაფერს უზამდნენ. კანონმა ის ვერ გააკავა, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი, თუ პოლიცია ვერ დამიცავს, არის თავდაცვა- განაცხადა ინგა გრიგოლიამ