LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი“- ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

33

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცველების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. „ცხადია, თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი“,-აღნიშნა მან. მისივე თქმით, მთავარია ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას.  „ვცეთ საკუთარ ქვეყანას და ქალაქს პატივი, ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება დანაშაულია. კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი. დამშვიდდით და დაელოდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელებისა და სამართალდამცველების გვერდზე. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორებისა და უკანონობის წინააღმდეგ”, – განაცხადა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები