LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პრეზიდენტი ამ ორ საკითხს არ გაიზიარებს, ჩვენ მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს – ირაკლი კობახიძე

30

“პრეზიდენტი თუ გაითვალისწინებს ჩვენს შეთავაზებას, შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტისა და უმრავლესობის დღეს დაგეგმილი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკება, რომელიც დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის შედგება, ორ საკითხს შეეხება, კერძოდ ბონუსისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების საკითხებს.

”თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და, თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ “ვენეციის კომისიასთან” მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივებით მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია “ვენეციის კომისიასთან,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები