LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ რამეა, ძმაო, საქართველოშიც გავაკეთებ” – „კვირის პალიტრა“ აჰმედ ჩატაევის ხმოვან გზავნილს აქვეყნებს

190

„ჩვენ ისეთი რესტორნები უნდა მოვძებნოთ, სადაც ისინი იკრიბებიან. ასეთი ადგილები არის… ყველაფერი იმიტომ რომ ზამთარია… მოკლედ… და თუ რამეა, ძმაო, საქართველოშიც გავაკეთებ“, – აჰმედ ჩატაევის ხმოვან გზავნილს  „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით,  აჰმედ ჩატაევმა ეს ხმოვანი გზავნილი, სავარაუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. ჩანაწერი სავარუდოდ 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე.

ჩატაევის ლიკვიდაცია ქართველი სამართალდამცველების მიერ, თბილისში გასული წლის ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხდა. ჩანაწერის სრული ვერსია და ჩატაევის საქმის დეტალები, დღეს 21:00 საათზე „პალიტრანიუსის“ თოქ შოუ „360 გრადუსში“ გამოქვეყნდება.

https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/1775315272556975/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები