LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საჭირო გახდება, გავფრინდებით – ინაშვილმა საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

94

სრულიად ახალი ან ძველი, კარგად დავიწყებული სახეები – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა და მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა, საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა.

„კანდიდატების შერჩევისას პარტიამ ამომრჩეველთა გამოკითხვა ჩაატარა და სწორედ მათი მოთხოვნების,  მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა კანდიდატები. კანდიდატები არიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც, ჟურნალისტიც, სპორტსმენიც, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენელი ავიაციის მიმართულებით,” – განაცხადა  პრეზენტაციისას ირმა ინაშვილმა და ხუმრობით დასძინა,  “თუ საჭირო გახდება, გავფრინდებით ან სხვებს გავაფრენთ“.

„პარტიორტა ალიანსის“  მიერ წარდგენილ საკრებულოს კანდიდატებს შორის არიან ბეჟან გუნავა და აფხაზეთის კულტურის ყოფილი მინისტრი, სალომე კაპანაძეც.