LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თქვენ ხშირად იკვნეტთ ფრჩხილებს – გირჩევთ თუ როგორ გადაეჩვიოთ მავნე ჩვევას

883

ვინც ფჩხილებს იკვნეტს გაცნობიერებული აქვს,  რომ ეს მავნე ჩვევაა. ამ დროს პირში მიკრობების მოხვედრასთან ერთად, კბილებსაც ვაზიანებთ და ყველაზე თვალშისაცემი – ვაფუჭებთ ხელების გარეგნულ იერსახეს. გარდა ამისა, ამ მანვე ჩვევის შედეგად შეიძლება დაიზიანოთ ღრძილები და ენა. ფრჩხილების ქვეშ არსებული  სტაფილოკოკის ბაქტერიები დაუყოვნებლივ იზრუნებენ თქვენ პირის ღრუში სტომატიტის განვითარებაზე.

მკვლევარების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრჩხილების კვნეტა ჩვეულებრივი რეაქციაა სტრესზე, მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს გარკვეულ ფსიკიქურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, ხოლო მესამე ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ ეს ჩვევა მემკვიდრეობით გადმოგვეცემა.

თუ ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით, მაგრამ ეს მავნე ჩვევა, თქვენ ცხოვრებაში უფრო მასშტაბურ ფორმებებს იძენს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფრჩხილების კვნეტა ისეთივე ჩვევაა, როგორიც, მაგალითად, სიგარეტის მოწევა, რომელიც დროთა განმავლობაში გაუაზრებელ მოქმედებად იქცევა. სპეციალისტები კი ამბობენ,  რომ გვჭირდება განსაკუთრებული მიდგომა, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ ჩვევის  კონტროლი შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ როდის მივმართავთ ამ ჩვევას.

როგორც კი სურვილი გაგიჩნდებათ „მიირთვათ“ ფრჩხილი – შეცვალეთ გარემო

ყველაზე კარგი რჩევა ყურადღების სხვა რამეზე გადატანაა, როგორც სპეციალისტები გირჩევენ უნდა გაისეირნოთ გარეთ ან გახვიდეთ აივანზე, შეავსოთ კროსვორდი,  შეგიძლიათ რაიმე გემრიელი საკვები, სასუსნავი, ხილი ან ბოსტნეული მიირთვათ ან დაღეჭოთ საღეჭი რეზინი.

გაიკეთეთ ხელოვნური ფრჩხილები

არსებობს პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი გზა – ხელოვნური, სქელი აკრილის ფრჩხილების გაკეთება, მის მოკვნეტას ფიზიკურად ვერ შეძლებთ, რადგან საკმაოდ მაგარია. გარდა ამისა, პირში უსიამოვნო გემოს დაგიტოვებთ. ცუდი გემო კი მაშინვე აფხიზლებს და ფრჩხილების კვნეტას აწყვეტინებს.

 

 

დასვენება

ერთ-ერთი კარგი საშუალებაა დაისვენოთ. როგორც აღვნიშნეთ, ამ მავნე ჩვევის ძირითადი მიზეზი სტრესია, ამიტომ აუცილებელია თქვენთვის, რომ მეტი დრო დასვენებას დაუთმოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილების კვნეტა იწვევს ძალზედ სერიოზულ პრობლემას – ნერვოზს.

და კიდევ

შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ფრჩხილების კვნეტისაკენ, რა სტრესს ვერ გაუმკლავდით. ახლობლებსა და ოჯახის წვერებს კი უთხარით შენიშვნა მოგცენ მსგავს მომენტში.

რჩევები არც თუ ისე რთულად გასათვალისწინებელია, მთავარია თქვენი მონდომება, თუ გინდათ, რომ გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, შეეშვით ამ ყველაზე არაესთეტიურ ქმედებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები