LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თქვენ ყოველ დილით ყავას მიირთმევთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ…

460

ყავის მოყვარულების სასიხარულოდ – ყავის ყოველდღე დალევის 11 მიზეზი:

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში 760 მილიარდზე მეტი ჭიქა ყავა ისმება. ბევრმა შესაძლოა არც იცის, რომ არომატული სასმელი დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებაზე და კანზე, ასევე იცავს მას მძიმე დაავადებებისგან.  

  1. ყავა ანტიოქსიდანტების მთავარი წყაროა

არცერთი სხვა პროდუქტი არ შეიცავს იმდენ ანტიოქსიდანტს, რამდენსაც ყავა. გარდა ამისა, ორგანიზმი ყავის ანტიოქსიდანტის უფრო ადვილად ითვისებს ვიდრე ხილს ან ბოსტნეულის.

  1. ყავას სტრესის შემცირება შეუძლება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავას სტრესის იმ ფორმასთან შეუძლია ბრძოლა, რომელიც უძილობითაა გამოწვეული. სამწუხაროა, რომ ყავის ეფექტი სტრესის სხვა ფორმებზე არ ვრცელდება.  

  1. ყავა პარკინსონის დაავადებას ებრძვის

კველევები ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც სისტემატიურად მიირთმევენ ყავას, ბევრად უფრო იშვიათად ავადდებიან პარკინსონით.

  1. ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით ალკოჰოლის მოყვარულთათვის)

ის ვინც, ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლის, თუმცა დღეში ერთხელ მაინც სვამს ყავას, ციროზის ან ღვიძლის სხვა დაავადებებისგან  20%-ით უფრო დაცულია, ვიდრე ის, ვინც საერთოდ არ სვამს არომატულ სასმელს.  

1n7TkTPqc0PpMtzQPhPYI6zttbY8hk.img

  1. ყავას ადამიანის გაბედნიერება შეუძლია

ის, ვინც დღეში სულ მცირე 4 ჭიქა ყავას მიითმევს, სხებთან შედარებით  თავს 10%-ჯერ უფრო ბედნიერად გრძნობს, რადგან ყავა ერთგვარი ანტიდეპრესანტია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ”ბედნიერების ჰორმონის” გამომუშავებაში.

  1. ყავა სუიციდის წინააღმდეგ

სტატისტიკის თანახმად, დღეში 2-4 ჭიქა ყავის დალევა 50%-ით ამცირებს სუიციდისკენ მიდრეკილებას.

  1. ყავა კანის სიმსივნის წარმოქმნას ამცირებს ქალებში

ქალბატონები, ვინც სამ ჭიქაზე მეტ ყავას სვამს დღეში, ბევრად უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილი სიმსივნისკენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ უარს ამბობს ყავაზე.

  1. ყავა სპორტსმენების გამარჯვების საწინდარია

მეცნიერები და სპორტსმენები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ერთი ჭიქა ყავა შეჯიბრებისა ან ვარჯიშის წინ, ხელს უწყობს საუკეთესო რეაულტატების მიღწევას.

  1. ყავა დიაბეტის წინააღმდეგ

მეორე ტიპის დიაბეტით დავადების რისკი უფრო მცირეა (30-50 %-ით) მათ შორის, ვინც დღეში 4 ან მეტ ჭიქა ყავას სვამს.

  1. ყავა გონების მუშაობას უწყობს ხელს

ყავა ალცგეიმერის და თავის ტვინის ყველა იმ დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს, რომლებიც ანთების შედეგად წარმოიქნება. თუმცა, გაითვალისწინეთ, სრული გარანტიით ყავა ვერასდროს დაგიცავთ ამგვარი დაავადებებისგან.

  1. ყავა ინტელექტს ზრდის

ყავას როგორც წესი გამოსაფხიზლებლად სვამენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კოფეინი არა მარტო აფხიზლებს, არამედ ზრდის რეაქციის სისწრაფეს, ამძაფრებს ყურადღებას და დაკვირვების უნარს.

DpXimaF0Ij2HtGIPiql5vqk0FvKpyl.img

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები