LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ვინმეს მსგავსი პრობლემებით იცნობთ, გაუზიარეთ” – ნათია ფანჯიკიძე ნარკოტიკებით დაზარალებულთა მკურნალობის მეთოდზე წერს

128

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, ერთერთი ნარკოტიკის მიღებისგან დაზარალებულ პაციენტებზე წერს.

როგორც ფანჯიკიძე წერს, ე.წ. “ჯეფისგან” დაზარალებულთა სამკურნალოდ, პრეპარატი “ლამიქტალი” საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად გამოიყენება.

ფსიქოლოგი, გამოცდილების გაზიარების მიუხედავად, აფრთხილებს იმ ხალხს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, ნევროლოგის კონსულტაციის გარეშე, მკურნალობის ეს კურსი არ გაიარონ.

“კუსტარულად დამზადებულმა ნარკოტიკმა, ე.წ. “ჯეფმა” უამრავ ადამიანს დაუზიანა ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემა.

მათი უმეტესობა ვერ მოძრაობს, ვერ ამუშავებს ხელებს სათანადოდ, ზოგიერთს მეტყველება დაერღვა, ზოგის სახე პარალიზდა…

ნევროლოგები ვერაფერს გახდნენ, თუმცა, ამ ნარკოტიკით დაზიანებულთა ტალღა ათი წლის წინ იყო და ამ ხნის განმავლობაში მათ სხვადასხვა წამლის ცდის გამოცდილება დაუგროვდათ.

ჯეფისგან დაზიანებული ჩემი ძველი პაციენტების გამოცდილება ასეთია, – პრეპარატმა “ლამიქტალმა” მათ საგრძნობლად გაუუმჯობესა მდგომარეობა. დღეში ერთ აბს იღებენ. ეს გამოცდილება ბევრს დაეხმარება და თუ ვინმეს მსგავსი პრობლემებით იცნობთ, გაუზიარეთ, თუმცა ასევე კატეგორიულად გააფრთხილეთ, – ნევროლოგის კონსულტაციის და შემდეგ მისივე მონიტორინგის გარეშე არ მიიღონ პრეპარატი” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები