LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს სურს “ოცნებას” ეს “გაუპრაოს”, ღმერთმა ხელი მოუმართოს – თინა ბოკუჩავა

404

“სასაცილოა რაიმე ლეგიტიმაციაზე საუბარი და ასეთ ცირკში მონაწილეობას ჩვენ, მთავარი ოპოზიციური ძალა არ ვაპირებთ. თუ ვინმეს იმის სურვილი აქვს, რომ „გაუპრავოს“ ოცნებას ეს პროცესი, ღმერთმა ხელი მოუმართოს,”– ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტმა ერთპარტიული დოკუმენტი მიიღო.

“ჩრდილი მიაყენეს პროცესს, როდესაც ჩაატარეს საჯარო განხილვები, შემდგომ მალულად გამოცვალეს ის დოკუმენტი, რომლითაც იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ და რომელიც განიხილებოდა საჯაროდ და შემოასაღეს პარლამენტს ერთპარტიულად მიღებული განსხვავებული დოკუმენტი,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები