LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი მუსიკის მოსმენისას „გბურძგლავთ“, მაშინ თქვენ განსაკუთრებული ხართ

540

თუკი მუსიკის მოსმენისას „გბურძგლავთ“, მაშინ თქვენ განსაკუთრებული ხართ. ალბათ ყველა ადამიანს აქვს საყვარელი მუსიკა, რომლის მოსმენაც არნახულ სიამოვნებას ანიჭებს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის მუსიკა ეს სულ სხვა განზომილებაა და მისი მოსმენა ენით აღუწერელ გრძნობებს იწვევს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლევა და დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც მუსიკასთან უჩვეულო ემოციური და ფიზიკური დამოკიდებულება აქვთ, ტვინი განსხვავებულად უმუშავებთ. მუსიკით გამოწვეული „ხორკლები“ ძლიერი ემოციებისა და გრძნობების მანიშნებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუსიკა შესაძლოა საუკეთესო თერაპია იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები