LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ნამდვილი იტალიის ნახვა გსურთ – ტოსკანას 10 ულამაზესი სოფელი

764

თუკი ნამდვილი იტალიის ნახვა გსურთ, მაშინ ყველაზე ტურისტული ქალაქების ნაცვლად პატარ-პატარა სოფლები უნდა მოინახულოთ. ტოსკანას რეგიონი კი ამ მხრივ ნამდვილი აღმოჩენაა და ვიზიტორებს იმაზე მეტ სიურპრიზს უმზადებს, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი.

მონტეპულჩიანო

მონტეპულჩიანო არის შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის სოფელი, რომელსაც ეტრუსკული წარსული აქვს. დასახლება სამხრეთ ტოსკანაში, სიენას პროვინციაშია განთავსებული. სოფელი ტურისტებს უგემრიელესი სამზარეულოსა და ცნობილი წითელი ღვინის გამო უყვართ.

Casale Marittimo – კაზალე მარიტიმო

ადგილი, სადაც ყველა შეყვარებული თავს იდეალურად იგრძნობს ზღვიდან მხოლოდ 10 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. სოფლის ვიწრო ქუჩებში გასეირნება მოდუნებისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

კოლოდი

პინოქიოს დაბადების ადგილიმნახველს თვალწარმტაცი ხედებით და კლდეებზე გამოფენილი სახლებით ხიბლავს. კარლო კალოდის დაბადების ადგილი ვიზიტორებს ნამდვილ იტალიას უმზადებს.

ბარგა

ბარგა პატარა მთიანი ქალაქია, რომელიც მდინარის პირასაა გაშენებული და ულამაზესი ლანდშაფტი უემოციოდ არავის ტოვებს. ზაფხულის სეზონზე კი ბარგაში ოპერისა და ჯაზის მოყვარულები იკრიბებიან ხოლმე.

Fosdinovo – ფოსდინოვო

ტოსკანას ჩრდილოეთში მდებარე ისტორიული დასახლება მთის წვერზეა შემოფენილი და მის წინ ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. სოფელს ვიზიტორები ძირითადად მე-12 საუკუნის დროინდელი სასახლეების სანახავად აკითხავენ ხოლმე.

Certaldo – ჩერტალდო

ჰამლეტის სტილის ულამაზესი დასახლება ტოსკანას გულში მდებარეობს. სოფელი ტურისტებს ტრადიციული ტავერნებითა და რესტორნებით ხიბლავს.

Suvereto – სუვერეტო

სოფელი ზეთის ხილის ხეებითა და ვენახებითაა გარშემორტყმული და მის სტუმრებს ნამდვილი იტალიის გამოცდა შეუძლიათ. დასახლება ტოსკანას საუკეთესო დანიშნულებად ითვლება და ვიზიტორებს უამრავ საინტერესო გასართობს უმზადებს.

Anghiari – ანგიარი

უმბრიას საზღვართან მდებარე სოფელი შუა საუკუნეების ნაგებობებითაა ცნობილი. დასახლებას მე-13 საუკუნეში აშენებული დამცავი კედელი აკრავს და ტურისტებს მასთან პოზირება ყველაზე მეტად უყვართ.

Monteriggioni – მონტერიჯიონი

ეს არის სოფელი, რომელიც შუა საუკუნეების არქიტექტურას და საომარ ატმოსფეროს დღემდე ინახავს. დასახლება ჯერ კიდევ 1214 წელს ფლორენციასთან გაჩაღებული ომის დროს შეიქმნა და დამთვალიერებელი იქ ბევრ საინტერესო არტეფაქტს გადააწყდება.

Pitigliano – პიტილიანო

მთის მწვერვალზე შემოფენილი სოფელი ბუნებისა და არქიტექტურის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს. მისი დათვალიერებისას ვიზიტორებს ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ნამდვილ ზღაპარში მოგზაურობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები