LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ვალენტინობის დღის შესახვედრად საყვარელი ადამიანი არ გყავთ, გულს ნუ გაიტეხთ

118

თუკი ვალენტინობის დღის შესახვედრად საყვარელი ადამიანი არ გყავთ, გულს ნუ გაიტეხთ – ტურისტულმა პორტალმა “Hometogo”-მ მარტოხელებისთვის საუკეთესო დანიშნულებები გამოავლინა. ზღვა და მზე, სპა-ცენტრები, ღამის კლუბები, ბუნება და ადგილობრივი სამზარეულო, მაღაზიები თუ მუზეუმი – ექსპერტების მიერ შერჩეული ადგილები ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

საუკეთესო შორის პირველ ადგილს ბუდაპეშტი იკავებს. ქალაქი რომელიც ყველაზე მეტად ექსცენტრიული ხასიათის მქონე ადამიანებს მოეწონებათ. ულამაზესი არქიტექტურა და ცოცხალი ღამის კლუბები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

რაც შეეხება ფლორენციას, ეს არის ქალაქი რომელიც გულს და თვალს თანაბრად ახარებს. კულტურა და ხელოვნება გულგრილს არავის ტოვებს, ხოლო უგემრიელესი იტალიური სამზარეულო კი ამ ყველაფრის საუკეთესო დაგვირგვინებაა.

დაბოლოს, ცუდი არ იქნება თუ ამსტერდამშიც შეივლით. მსუბუქი და ბედნიერი ატმოსფერო, ველოსიპედისტები და ტიტების გამყიდველები, ბევრი ხიდი და ქუჩის ხელოვნება, ერთი სიტყვით ქალაქი სადაც თავს მარტოდ ნამდვილად არ იგრძნობთ და დაუვიწყარ დროსაც გაატარებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები