LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, რუსეთის მხარეა – ზურაბ აბაშიძე

34

„თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, რუსეთის მხარეა,“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელმაც ქართული მხარე თვალთმაქცობაში დაადანაშაულა, როცა აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი ჯიუტად არ აღიარებს 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ „ახალ რეალობას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და უარს ამბობს ქართული მხარის ინიციატივით რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

მოსკოვში კარგად მოეხსენებათ, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს არ დაწყებულა. მოსკოვში ისიც კარგად იციან, თუ ვინ და როგორ უწყობდა ხელს ამ კონფლიქტების გაღვივებას. ამაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მომზადდა. ამ თვალსაზრისით ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ცალკეული სახელმწიფოს სხვადასხვა სახის რეზოლუციები და განცხადებები,“ – განაცხადა აბაშიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები