LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა გვარამია – მდინარაძე

49

თუნდაც ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის საუბარი მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა გვარამია, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე განაცხადა.
“გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. რაც შეეხება შინაარსს, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის მათი სტილი. თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა. ჩანაწერების ავთენტურობა სანამ არ დადგინდება, კონკრეტული ბრალდებები არ შეიძლება გამოითქვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მათი მოქმედებების სტილი”, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები