LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტების გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა

31

სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა ტურისტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად კოლუმბიაში, კურორტ გუატაპესთან.

სამართალდამცველების ინფორმაციით, 133 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 16-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

გემზე დაახლოებით 170 ადამიანი იმყოფებოდა. „ბიბისის“ თვითმხილველმა ხუან ქუიროზმა განუცხადა, რომ გემი დაახლოებით 5 წუთში მთლიანად ჩაიძირა.

ადგილზე მალევე მივიდნენ სამაშველო ნავები და წყლიდან მგზავრების გამოყვანა დაიწყეს. გადარჩენილების ნაწილი ამბობს, რომ მათთვის სამაშველო ჟილეტი არ მიუციათ.

ხუან მანუელ სანტოსი

მოგვიანებით, სამაშველო ოპერაციას შეუერთდა სამხედრო-სამაშველო სამსახურიც.

კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, სამართალდამცველების ინფორმაციით კი გემის ჩაძირვის შედეგად 9 მგზავრი დაიღუპა.

20-ზე მეტი ადამიანი გუატაპეს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები