LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტების რაოდენობა გაიზარდა: ევროპის ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის

42

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში ტურისტების რაოდენობა 32.4%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს 387,070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 63,911-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +19.8%)-ია.

ჩოგოვაძის განმარტებით, იანვრის მაჩვენებლებით +32.4%-ით არის გაზრდილი იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. მათმა რაოდენობამ 154,083 შეადგინა, რაც 37,714-ით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-0.8%), სომხეთიდან (+31.4%), რუსეთიდან (+40.3%) და უკრაინიდან (+28.2%) განხორციელდა.

„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩეოდნენ ლიტვა +47%, ბულგარეთი +32%, გერმანია +32%, პოლონეთი +25% და გაერთიანებული სამეფო +23%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +617%, უზბეკეთი +231%, ინდოეთი +158%, ისრაელი +83% და ჩინეთი +78%.ყაზახეთი +32%, ბელარუსი 25 %“ , -აღნიშნა ჩოგოვაძემ.

 

რაც შეეხება შემოსავლებს, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 817 მილიონ დოლარს (ზრდა +10.1), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მისივე თქმით, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1,684,914,617) დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები