LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს აჭარაში ახალი მარშრუტი დახვდებათ

52

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება.

ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი.

დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლების და საინფორმაციო დაფების დამზადება- დამონტაჟებას, მარშრუტების რუკების მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას 2018 წლისთვის გეგმავს.

„ჩირუხის მთა, ხიხანის ციხე და გოდერძის უღელტეხილი გამორჩეული ტურისტული ადგილებია აჭარაში. შესაბამისად, ულამაზეს ბუნებაში გამავალი ახალი ტურისტული ბილიკი საინტერესო, სათავგადასავლო და მდიდარი იქნება.  მარშრუტი  ორ მუნიციპალიტეტს დააკავშირებს და სტუმრებს აღარ მოუწევთ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა. ის მთლიანად ალპურ ზონაში გადის,  საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ტურისტები გაივლიან ტბებს, ჩანჩქერებს, ხიხანის ციხესა  და იალაღებს. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ მთიან აჭარას, მის ბუნებას, გაჩერდნენ იალაღებსა და სოფლებში.  ეს მარშრუტი ერთმანეთთან ავტომატურად დააკავშირებს შუახევის და ხულოს სხვა ტურისტულ მარშრუტებს, შესაბამისად შექმნის მთიან აჭარაში  ხანგრძლივი მოგზაურობის (3-5 დღე) საინტერესო  და მრავალფეროვან მიმართულებას,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები