LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს ტერორიზმი ვერ აშინებს – პარიზი რეკორდს ხსნის

152

პარიზს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია. მიუხედავად ბოლო დროინდელი ტერორისტული აქტებისა, საფრანგეთის დედაქალაქს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. როგორც ჩანს, მოსალოდნელი საფრთხეები მოგზაურებს აღარ აშინებთ და 2017 წლის პირველ ნახევარში მათმა რაოდენობამ 16,4 მილიონს მიაღწია.

თუკი ამ მაჩვენებელს 2016 წლის პირველ ნახევარს შევადარებთ – ის 10%-ითაა გაზრდილი. პარიზი ყველაზე დიდი პოპულარობით ტრადიციულად ამერიკელთა შორის სარგებლობს, მეორე და მესამე ადგილს კი ბრიტანელები და ჩინელები იკავებენ.

ტურიზმის კომიტეტის ინფორმაციით, პარიზის ეკონომ კლასის სასტუმროში ერთი ღამის გატარება საშუალოდ 87 ევრო ღირს, ხოლო პრემიუმ სეგმენტში ფასი – 228 ევრომდე იზრდება. რაც შეეხება ყველაზე ნახვად ადგილს, სიაში ვერსალის სასახლე ლიდერობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები