LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული ობიექტები აჭარაში, რომლებიც „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“

57

დღეიდან, აჭარის რეგიონს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტები ეყოლება. დეპარტამენტმა ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“  18 განთავსებისა და კვების ობიექტს გადასცა. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

როგორც “ფორტუნას” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განუცხადეს, „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც დეპარტამენტმა 2016 წელს დაიწყო. პროექტში ჩართვა არის ნებაყოფლობითი და ხარისხის ნიშნის მიღების 30 მსურველიდან პირველ ეტაპზე 18-მა რესტორანმა და სასტუმრომ დააკმაყოფილა კრიტერიუმები, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება.

“მონიტორინგის პირველ და მეორე ეტაპზე ცალკეულ ობიექტებში შემოწმებისას გამოვლინდა ისეთი სახის პრობლემები, როგორებიცაა ობიექტებში უსაფრთხოების მანიშნებლების, ცეცხლმაქრების, საევაკუაციო გეგმების, სამედიცინო ყუთების არ არსებობა და სხვა ტექნიკური სტანდარტები. ობიექტებმა, რომლებმაც გამოასწორეს აღნიშნული ხარვეზები შეძლეს კრიტერიუმების დაკმაყოფილება და შესაბამისად, ხარისხის ნიშნის მიღება. პროექტში ჩართულ ობიექტებში, ასევე შემოწმდა სანიტარული და სურსათუვნებლობის სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ. მონიტორინგის პარალელურად სერვისის ხარისხი ტურისტულ ობიექტებში „იდუმალმა სტუმარმა“ დაადგინა. ობიექტებმა, რომლებმაც ყველა სამსახურისგან დადებითი დასკვნები მიიღეს დღეს ჩვენგან ხარისხის  ნიშანი მიიღეს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

პროექტის წარმატებული ობიექტები აღმასრულებელმა საბჭომ გამოავლინა, რომელიც ტურიზმის რეგიონალური საბჭოსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმოამდგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მიიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ტურისტული ობიექტები:

“რედ კაფე” – Red Cafe

რესტორანი „გრილ თაუნი“ – Restaurant  “GRILL TOWN”

რესტორანი “ლოფტი” – Restaurant „LOFT “

რესტორანი ”ბათუმარანი” – Restaurant „Batumarani “

რესტორანი “ვაილდ ვესტი“ – Restaurant  “Wild west”

რესტორანი “ქიზიყი” – Restaurant „Kiziki“

რესტორანი “კოფი ტოპია“ – Restaurant  “Coffeetopia”

სასტუმრო “ძველი ქალაქი” –  Hotel “Old Town”

სასტუმრო “ინტურისტ პალასი” – HOTEL “INTOURIST PALACE”

სასტუმრო “ბათუმი ვორლდ პალასი“ – Hotel  “Batumi World Palace”

სასტუმრო “ჯორჯია პალასი” – Hotel “Georgia Palace”

სასტუმრო “ევრაზია” –  Hotel “Eurasia”

სასტუმრო “ლე პორტი” – Hotel “Le Port”

სასტუმრო “ჩაო” – Hotel “Chao”

სასტუმრო “ლეგასი” – Hotel “Legacy”

სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“  – “Colosseum Marina Hotel”

სასტუმრო “როიალ პალასი” – Hotel “Royal Palace”

სასტუმრო  “დრიმლენდ ოაზისი” –  Hotel “Dreamland Oasis“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები