LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტულმა სააგენტომ ყველაზე ძვირადღირებული ტური დააანონსა

134

ამერიკულმა ტურისტულმა სააგენტომ დაგეგმა მოგზაურობა, რომლის ღირებულებაც არც მეტი არც ნაკლები 14 მილიონი დოლარია. კომპანიამ „DreamMaker” შეადგინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტური, რომელიც მთლიანობაში 20 ქალაქს მოიცავს.

მოგზაურები ერთი ქალაქიდან მეორეში პირადი თვითმფრინავით Boeing 767-ით გადაფრინდებიან და რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა ტურისტს თავისი ხომალდი ეყოლება. მოგზაურობა ტაილანდში, კუნძულ სამუიზე დაიწყება და ფილიპინებში, მანილაში დასრულდება.

მთელი ამ დროის განმავლობაში იღბლიანი მოგზაურები 50 ათას კილომეტრს დაფარავენ. 14 მილიონად შეფასებული სერვისი მართლაც ძალიან კომფორტული და მდიდრული იქნება. მაგალითად, მხოლოდ კოქტეილის საწრუპი 18 კარატიანი ოქროსა და ბრილიანტებისგანაა დამზადებული. თითოეული ასეთი საწრუპის ღირებულება კი მილიონი დოლარია.