LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდს გადააჭარბა

78

2016 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს, რაც 2012 წლის ამავე პერიოდთან მიმართებაში 55%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტურიზმის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება.

ქუმსიშვილის თქმით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ 2.638 მლნ ადამიანი შეადგინა.
”მგზავრების ზრდამ შეადგინა 25% 2015 წელთან შედარებით და 103 % 2012 წელთან მიმართებაში. რაც შეეხება ფრენების რაოდენობას, 2016 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებელმა 13 924 შეადგინა, რაც 11%-ით მეტია წინა წელთან შედარებით”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, 2012 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა.
”2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 5.865 მლნ ადამიანი 8%-ით მეტი 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში”, – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები