LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმიდან შემოსავალი რამდენიმე ასეული მილიონით გაიზრდება

61

ტურიზმის ადმინისტრაცია ტურიზმიდან შემოსავლის რამდენიმე ასეული მილიონით გაზრდას ელის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ რეკორდული 2016 წლის შემდეგ, წელს, რეკორდის მკვეთრი გაუმჯობესება მოხდება, როგორც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის, ასევე ტურიზმიდან შემოსავლის გენერირების კუთხით.

გიორგი ჩოგოვაძეს კონკრეტული ციფრის დასახელება არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2016 წელს აქტიური სარეკლამო კამპანიისა და პროექტ Check in Georgia-ს დახმარებით, ტურიზმიდან შემოსავალი 300 მილიონით გაიზარდა და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები