LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ადმინისტრაცია სტატისტიკის წარმოებისთვის ინოვაციური პროგრამების გამოყენებას გეგმავს

73

ტურიზმის ადმინისტრაცია სტატისტიკის წარმოებისთვის ინოვაციური პროგრამების და მეგამონაცემების (big data) გამოყენებას გეგმავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ ესპანეთში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. მადრიდში გამართულ მე-18 სხდომას 28 ქვეყნის, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების 70 წარმომადგენელი დაესწრო.

კონფერენციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე ვიცე-პრეზიდენტის რანგში დაესწრო. სტატისტიკის და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები მდგრადი ტურიზმის შეფასების სახელმძღვანელოს შემუშავება, ტურიზმის სატელიტური ანგარიშების შეგროვების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს პროექტირება და მეგამონაცემების (big data) ტურიზმში გამოყენების პერსპექტივები იყო.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ესპანეთის სტატისტიკის ინსტიტუტში შეხვედრები გაიმართა ესპანელ კოლეგებთან. განსახილველი თემა საქართველოში ინოვაციური პროგრამის დანერგვის პერსპექტივა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები