LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ადმინისტრაციაში ირანიდან შემოსული შემოსავლების ზრდას ელიან

72

სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, ის აქტივობა , რაც ამ ეტაპზე ირანიდან ფიქსირდება, რამდენჯერმე გაიზრდება. ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემა ”ბიზნესკურიერთან” საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

”ბაზრის ანალიზის მიხედვით, ირანი გახლავთ ისეთი ქვეყანა, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმი. რეჟიმის მოხსნის შემდეგ,  დაიწყება უკვე ავიამიმოსვა ორ ქვეყენას შორის, რაც ტურისტების  რაოდენობას გაზრდის”, – განმარტა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, სავიზო რეჟიმი 15 თებერვალს მოიხსნება და ამ დღესვე დაგეგმილია ირანიდან ტურისტული კომპანიებისა და ჟურნალისტების ჯგუფის ჩამოსვლა, რომელთაც აქტიურად გააცნობენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 8 თებერვალს განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები