LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთათვის რეგისტრაცია 17 სექტემბრამდე გაგრძელდება

33

ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთათვის რეგისტრაცია 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიების ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”თუ თქვენი საქმიანობის სფეროა ტურიზმი ან/და მასპინძლობა, ხართ სასტუმროს, რესტორნის, ტურისტული სააგენტოს, ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, ფესტივალების და ტურისტული ღონისძიებების ორგანიზატორი, ფოტოგრაფი…… და ჯერ არ ხართ 2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia!-ს ნომინანტი, მაშინ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, აირჩიოთ ნომინაცია და დარეგისტრირდეთ 17 სექტემბრამდე ვებ-გვერდზე www.awards-tourism.com

ერთ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს მაქსიმუმ ორ ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის ბიზნესს. განაცხადის შევსება შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონის კომპანიას, რომელიც დაარსებულია, ან საქმიანობს საქართველოში:

  • სასტუმროები, ჰოსტელები, აპარტამენტები, საოჯახო ტიპის საცხოვრებლები;
  • ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები, ტურისტული ასოციაციები;
  • ფესტივალები და ღონისძიებები;
  • რესტორნები და კაფეები;
  • ღვინის ქარხნები, ღვინის მარნები, ღვინის ბარები;
  • მოგზაური ფოტოგრაფები;
  • საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრები;
  • ავიაკომპანიები და საინფორმაციო ცენტრები;
  • კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ტურიზმისა და მომსახურეობის სექტორზე;

დამოუკიდებელი და უზადო რეპუტაცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის მთავარი ღირებულებაა. ნომინანტების შეფასებას ახდენს პროფესიონალური ჟიური, რომელიც შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის, კულტურისა და მომსახურეობის  ბაზრის ექსპერტებისგან. დაჯილდოების პარტნიორი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია ”BDO საქართველო” კი ახდენს ხმების დათვლას თითოეული ნომინატისთვის ინდივიდუალურად და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და პროექტის მიზანია, წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია. გენერალური სპონსორი – ”ალიანს ჯგუფი”; ოფიციალური სპონსორი – ”საქართველოს ბანკი”, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  მათივე ცნობით, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  1. საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმრო
  2. საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო
  3. საუკეთესო დელუქს ტიპის სასტუმრო
  4. საუკეთესოსპადაგამაჯანსაღებელიკურორტი
  5. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო
  6. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო
  7. საუკეთესოდაბალბიუჯეტიანისასტუმრო
  8. საუკეთესო MICE ტურიზმი
  9. საუკეთესოღვინისტურიზმი
  10. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი
  11. საუკეთესოტრადიციული ქართული რესტორანი
  12. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება
  13. საუკეთესომოგზაურიფოტოგრაფი
  14. უნიკალური კონცეფციის კაფე/რესტორანი
  15. ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მარკეტინგული კამპანია
  16. საუკეთესო სპეციალიზირებული ტურისტული სერვისი
  17. საუკეთესო ტურისტული საგანმანათლებლო ცენტრი
  18. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო
  19. წლისყველაზესწრაფადმზარდიკომპანიამცირედასაშუალობიზნესისმიმართულებით
  20. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები