LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

80

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში, ღონისძიებების ორგანიზებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

“სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვის თაობაზე თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბლექ სი არენაზე (შეკვეთილი) და მუსიკის სახლში (ბათუმი) განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში, ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის სეზონების განმავლობაში, ზემოაღნიშნულ დარბაზებში არაერთი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას”, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ღონისძიებები წინასწარ შეთავაზებულ თარღებში, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით  ჩატარდება.

დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://gnta.ge/ge/saqartvelos-turizmis-erovnuli-administracia-acxadebs-mowvevas-interesta-gamoxatvis-taobaze/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები