LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2018 წლის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

74

Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2018 წლის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი იწვევს სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის მარნებსა და მაღაზიებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტუროპერატორებსა და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს, მიიღონ მონაწილოება დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსში.

კონკურსში მონაწილეობა ღიაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიისათვის, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ერთ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს მაქსიმუმ ორ ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მისი საქმიანობის სფეროს.

თითოეულ ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით ფასდება დაჯილდოების დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგება. შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული აქვს თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობისთვის, უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“, ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა Welcome to Georgia!-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე დეკემბერში.

Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

ნომინაციებია:
1. კონცეფტუალური სასტუმრო
2. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი
3. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო
4. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო
5. THE BEST VALUE – დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო
6. THE BEST VALUE – სტანდარტული ტიპის სასტუმრო
7. THE BEST VALUE – პრემიუმ სასტუმრო
8. საუკეთესო MICE ტურიზმი
9. საუკეთესო ღვინის ტურიზმი
10. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი
11. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი
12. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება
13. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი
14. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში
15. საუკეთესო E-ტურიზმი
16. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი
17. საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი
18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით
19. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში
20. #მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები