LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კომპონენტს მეტი ყურადღება დაეთმობა

172

საქართველო მეტ ყურადღებას დაუთმობს უსაფრთხოების კომპონენტს ტურიზმის სექტორში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ტურიზმის სექტორში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მაღალი ტექნოლოგიები, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.

„მაღალტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებას და განვითარებას აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას და ასევე, უსაფრთხოების კომპონენტს ტურიზმის სექტორში, რაც დამეთანხმებით, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები