LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines-მა ავიაბილეთებზე ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო

136

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines ავიაბილეთებზე ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო. ავიაკომპანია თბილისიდან და ბათუმიდან სტამბოლის მიმართულებით ზამთრის ფასდაკლების აქციას  – ე.წ „ვინგოს“ აცხადებს.

აქციის ფარგლებში, ორმხრივი ბილეთის შეძენა 359 ლარიდანაა შესაძლებელი. როგორც Turkish Airlines-ში განმარტავენ, „ვინგოს“-ს ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 2018 წლის 24 სექტემბრიდან – 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან – 2019 წლის 31 მარტამდე პერიოდში შედგეს.

აღნიშნულ ფასში შედის აეროპორტის მოსაკრებლები, გარდა სერვისული მოსაკრებლისა. ბილეთები ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობით (დაშვებული ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ შემდეგ ვებგვერდს www.turkishairlines.com, ან დარეკონ Turkish Airlines-ის ცხელ ხაზზე (444 0 849) .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები