LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines-მა მომხმარებელს ავტომობილის დაქირავების სერვისი შესთავაზა

94

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ავიაკომპანიის საიტის მეშვეობით ავტომობილის დაქირავება ხდება შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით, Turkish Airlines-მა მსოფლიოში ყველაზე დიდ საავტომობილო გაქირავების კომპანია Enterprise Holdings-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

როგორც  ადგილობრივი მედია იუწყება,  თურქული ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ,  Enterprise-ს ნებისმიერი განყოფილებიდან ავტომობილი დაიქირაონ. ამისთვის კი მათ, Turkish Airlines-ის ვებგვერდი და ასევე კომპანიის მობილური აპლიკაცია დაეხმარებათ.

ცნობისთვის, ჰოლდინგ Enterprise-ს კუთვნილებაშია სამი ბრენდი: Enterprise Rent-A-Car, National Car Rental და Alamo Rent A Car.

შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 296 მიმართულებით გაფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები