LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines თბილისის მიმართულებით ფრენის დაწყების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

71

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines 2017 წლის 25 მაისს თბილისის მიმართულებით ფრენის დაწყების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, Turkish Airlines -მა სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ფრენა 1997 წელს, კვირაში 1 რეისით დაიწყო, ხოლო ამჟამად, ყოველდღიურად 4 რეისს ახორციელებს.

”საერთაშორისო გადამზიდავი, რომელიც 6 ჯერ ზედიზედ იყო „SKYTRAX“ -ის ჯილდოს მფლობელი, როგორც „ ევროპის საუკეთესო ავიახაზი“, ყოველწლიურად აგრძელებს ქსელის განვითარებას და უკვე 300-მდე მიმართულებით დაფრინავს მსოფლიოში”, – აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

ცნობისთვის, საიუბილეო საღამო 25 მაისს თბილისში, სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები