LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თურმე შეგვძლებია” – ქართველი ფერმერის მიერ გაშენებული საოცარი პლანტაცია

54

ფოტოხელოვანი სერგო ედიშერაშვილი კახეთში გაშენებული ატმის პლანტაციების სურათს აქვეყნებს. მის მიერ გადაღებული ფოტო პერფექციონისტებისთვის ნამდვილად საოცრებაა.

სერგო ედიშერაშვილი ამბობს, რომ სურათი ლაგოდეხში, კერძოდ კი ჭაბუკიანების დასახლებაში გადაიღო.

ფოტოზე ჩანს, რომ ატმის ბაღები, საოცარი სიმეტრიით არის გაშენებული.

ფოტოგრაფის თქმით, პლანტაცია ქართველ ფერმერს ეკუთვნის.

“როგორც ვიცი მეპატრონე ქართველია, თუმცა არ ცხოვრობს საქართველოში, ადამიანები ვინც უვლიან ისინი დიახ, ქართველები არიან”, – წერენ ფოტოს კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები