LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი ჩრდილოეთ ერაყთან თავის საზღვარს და საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

35

„თურქეთი ჩრდილოეთ ერაყთან თავის საზღვარს და საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს,“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, განაცხადა.

„რეფერენდუმი მიზეზია და არა შედეგი. შედეგი კი ის არის, რაც მალე დადგება. ერთ მხარეს ირანია, ჩრდილოეთით თურქეთია, სამხრეთით ერაყის მთავრობა, ხოლო დასავლეთით კი სირია. რას იზამთ? სად წახვალთ? ყველა საჰაერო სივრცე დაიხურება, ფრენები უკვე გაუქმებულია. ვინ მოვა თქვენთან? როგორ წახვალ სადმე? მალე საზღვრებიც ჩაიკეტება. როგორ შეძლებთ გასვლას ან შემოსვლას?“ – მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტი თავის ირანელ კოლეგას, ჰასან რუჰანის, თეირანში შეხვდა .  რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიზანი თურქეთის სამხრეთიდან გარშემორტყმაა.

„ვინ მოგცათ ამის უფლება? მხოლოდ ისრაელი გიჭერთ მხარს. ჩვენ ჩავახშობთ ამ გეგმებს, როგორც სხვა მგავსი გეგმები ჩავახშეთ ღმერთისა და ხალხის დახმარებით,“ – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები