LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი დღეს საკუთარ ბედს წყვეტს – ერდოღანი ერთპიროვნული მმართველობისთვის ემზადება

66

თურქეთში კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის თაობაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. „ბიბისის“ ინფორმაციით, კონსტიტუციაში 18 შესწორება შევა, რაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს.

პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზრდება და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტოზე გადავა. გაიზრდება დეპუტატების რაოდენობა და ცვლილებები შევა სასამართლო სისტემაშიც.

ახალი კონსტიტუცია, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გუნდმა მოამზადა, მიღების შემთხვევაში მისცემს პრეზიდენტს სრულ უფლებამოსილებას, დანიშნოს მინისტრები, განსაზღვროს ბიუჯეტი, წარადგინოს მოსამართლეები და გამოსცეს ბრძანებები, რომელიც კანონის სახეს მიიღებს. პრეზიდენტს ექნება უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და დაითხოვოს პარლამენტი.

ახალი დოკუმენტის ოპონენტები ამბობენ, რომ ერდოგანი ცდილობს, მოახდინოს ერთპიროვნული მმართველობის ლეგიტიმიზაცია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები