LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” “აღიარებას” საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიიჩნევს

37

საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აქსოისმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – აღნიშნავს აქსოისი.

ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები