LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას კვლავ მხარს უჭერს

48

„თურქეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა, კიევში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ანკარა ყირიმელ თათრებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე თვალყურის დევნებას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინას მათი უფლებების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში ყირიმში უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის ბრძოლა განვაგრძოთ, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „ტვიტერის“ გვერდზე.

რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა წელიწადში 3.8-დან 10 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდონ, რაც შეიძლება მალე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები