LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის აკვაპარკში ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია

533

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, 3 ბავშვს აკვაპარკში დენმა დაარტყა. დაშავდა ორი მოზრდილიც, რომლებიც მათ გადარჩენას ცდილობდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ აკიაზიში, სტამბოლთან ახლოს მოხდა.

პარკის მენეჯერი და მისი ვაჟი, ბავშვების გადასარჩენად აუზში ჩახტნენ, თუმცა ვერც მათი და ვერც ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხუთივე მათგანი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მძიმედაა დაშავებული ასევე 5 ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები