LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის მთავრობამ აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

46

თურქეთის მთავრობამ აშშ-ის გადაწყვეტილებას უპასუხა და აშშ-ში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თურქეთის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ში თურქეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბოლო მოვლენებმა თურქეთის მთავრობა აიძულა, გადაეხედა აშშ-ი მთავრობის ვალდებულებებისთვის თურქეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენმა საელჩომ და საკონსულომ შეაჩერეს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა ვიზიტორების შემცირების მიზნით, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საელჩომ მსგავსი განცხადება გააკეთა, რომლის ადრესატი თურქეთის მთავრობა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები