LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პროკურატურამ 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

36

თურქეთის პროკურატურამ 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. თურქული სააგენტო DHA-ის ინფორმაციით, მათ ბრალად 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან კავშირი ედებათ.

სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებების ოპერაცია ქვეყნის 24 პროვინციაში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეჭვმიტანილი ჰოლდინგ Kaynak-ის ან მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლები არიან.

2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას მასობრივი დაკავებები მოჰყვა. მთლიანობაში თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს და კიდევ 150 ათასი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები