LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, კლუბ „Medusa“-ში მომხდარ თავდასხმას კლუბის მეპატრონე და მომღერალი ქალი ემსხვერპლა

34

თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, კლუბ „Medusa“-ში მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კლუბში ცეცხლი ოთხმა მამაკაცმა გახსნა. მომხდარის შედეგად დაღუპულია კლუბის მეპატრონე და მომღერალი ქალი. დაშავებულთა შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.

დამნაშავეებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს, მაგრამ მოგვიანებით სამართალდამცველებმა ქალაქ მანისას რაიონში ყველა მათგანი დააკავეს. მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები