LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ISIS-თან კავშირის გამო, სულ მცირე, 100 ადამიანი დააკავა

57

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, სულ მცირე, 100 ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს, რომლის თანხმად, ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო ანკარას რამდენიმე უბანში სპეცოპერაციას ატარებს.

სამართალდამცველების მიერ, სულ მცირე, 245 ადამიანია ეჭვმიტანილი.

ნოემბრის დასაწყისში თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით, 283 ადამიანი დააკავა. როგორც მაშინ განაცხადეს, ტერაქტების განხორციელება ანკარასა და სტამბოლში იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები