LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

119

თურქეთმა პირველი სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტები „GÖKDOĞAN“ და „BOZDOĞAN“ წარმატებით გამოსცადა. ინფორმაციას სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.

რაკეტების სატესტო გაშვება სინოპის სამხედრო ბაზიდან განხორციელდა.

პირველი რაკეტა მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედებისაა, მეორეს კი დიდი მანძილზე მიზნის განადგურება შეუძლია.

„GÖKDOĞAN“ და „BOZDOĞAN”-ის შემუშავების პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც, ამ რაკეტების სერიული წარმოება დაიწყება.

აღნიშნული რაკეტები პირველად, 2017 წელს სტამბოლში, თავდაცვითი წარმოების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები